საპარლამენტო ფრაქციას “ერთობა სამართლიანობისთვის” ხვალინდელ სხდომაზე ადეიშვილ-მერაბიშვილის მისვლის იმედი არა აქვს.
ფრაქციის წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მერაბიშვილი-ადეიშვილის ტანდემს ვერ წარმოუდგენია პარლამენტს ანგარიში როგორ უნდა ჩააბაროს.
მისი თქმით, გამორიცხული არ არის ხელისუფლებამ იგივე საცირკო წარმოდგენა გამართოს, რაც წინა სამთავრობო საათზე, როდესაც მინისტრების ნაცვლად მათი მოადგილეები გამოცხადნენ.
“ბაქრაძის სიტყვას რომ ჩალის ფასი აქვს, ეს ყველასთვის ნათელია” – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.
დეპუტატის აზრით, სამი მინისტრი – დიმიტრი შაშკინი, ნიკოლოზ რურუა და ხათუნა კალმახელიძე ხვალ სამთავრობო საათზე მივლენ.
სამთავრობო საათი ხვალ პარლამენტში 17.00 საათზეა დანიშნული.
