საპარლამენტო ოპოზიცია თურქეთთან გასაფორმებელი ხელშეკრულებით დაინტერესდა
საპარლამენტო ოპოზიცია თურქეთთან გასაფორმებელი ხელშეკრულებით დაინტერესდა
18:18 25.04.2012
საპარლამენტო ოპოზიცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ თურქეთის სახელმწიფოსთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტით დაინტერესდა.

ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის” წევრები კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს ნიკა რურუას სამთავრობო საათზე შეკითხვით მიმართავენ იმაზე თუ რატომ არ გააცანო მან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ თურქეთთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი კათოლიკოს-პატრიარქს, პარლამენტს და საზოგადოებას.

ფრაქციის წევრები მინისტრს ხელშეკრულების პროექტის დეტალების შესახებ დეპუტატების ინფორმირებას მოსთხოვენ.

სამთავრობო საათზე პარლამენტში ხვალ 5 - შინაგან საქმეთა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის, განათლების, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის და იუსტიციის მინისტრები არიან მიწვეული.

სამთავრობო საათი, რომელიც საპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ ინიციატივით იმართება, 17.00 საათზე დაიწყება.

ბეჭდვა