ჟენევისა და გალში ინიდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მოლაპარაკებების პროცესისთვის შესაძლო
პრობლემების შექმნაზე, პასუხისმგებლობა რუსეთს დაეკისრება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ განაცხადა.
აღნიშნული განცხადება მან გალში ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში გუშინ დაგეგმილი შეხვედრის ჩაშლის კომენტირებისას გააკეთა.
მისივე თქმით, შეხვედრის ჩაშლის ინიციატივა მოსკოვიდან მოდის.
„მოსკოვი ამ გადაწყვეტილებით ინცინდენტებზე რეაგირებისა და მათი პრევენციის საკითხს, შესაბამისად, ჟენევის მოლაპარაკებებს, რეალური საფრთხის წინაშე აყენებს“- განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მისივე განმარტებით, ინცინდენტების პრევენციის მექანიზმების პრინციპები სხვადასხვა მხარეების შეთანხმების საფუძველზე იქნა შემუშავებული.
„სამწუხაროა, რომ ამ პრინციპების ცალმხრივად გადახედვა მოხდა. ჟენევის მოლაპარაკებები გაგრძელდება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასაც საშუალება ექნება ამ ფორმატში შეუფერხებლად გააგრძელოს მონაწილეობა“- განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მისივე თქმით, შეხვედრის ჩაშლის მიზეზად დე-ფაქტო ხელისუფლებამ ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ თბილისში გაკეთებული განცხადებები დაასახელა.
„სამწუხაროა, რომ თბილისში გაკეთებული ზოგიერთი უპასუხისმგებლო განცხადება მოლაპარაკებების ხელის შეშლისთვის იქნა გამოყენებული“- განაცხადა სერგი კაპანაძემ.
