სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა კახა ბაინდურაშვილმა დუბაიში გამართულ ბიზნესფორუმზე - „საქართველო-ბიზნესის შესაძლებლობები“ მიიღო მონაწილოება.
პალატის ინფორმაციით, ბაინდურაშვილმა ადგილობრივ ბიზნესმენებს საქართველოს საინვესტიციო კლიმატი და ბიზნესგარემო გააცნო.
ბაინდურაშვილმა საქართველოში მოქმედ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასა და ქვეყანაში გატარებულ ეკონომიკურ და ინსტიტუციონალურ რეფორმებზეც ისაუბრა. მან ყურადღება საქართველოს რეგიონის სავაჭრო-ლოჯისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
ფორუმი საქართველოს სავაჭრო-სამრეწევლო პალატისა და ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა. მას საქართველოს მხრიდან სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, უძრავი ქონების სფეროებიდან ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფორუმის ფარგლებში მონაწილეებს შორის ორმხრივი შეხვედრებიც შედგა.
