მოძრაობა „თეთრების“ ლიდერი თეიმურაზ შაშიაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობას უარყოფითად აფასებს და მას არაეფექტურს უწოდებს. ამის შესახებ მის განცხადებაშია ნათქვამი.
შაშიაშვილის განმარტებით, ხელისუფლების სათავეში მოსული ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ძალა ქვეყანაში ორჯერ უკეთეს მდგომარეობას შექმნიდა და სხვა ქვეყნებთანაც გაცილებით უკეთეს ურთიერთობებს დაამყარებდა; ამასთან, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვისაც ქმედით ნაბიჯებს გადადგამდა.
„რომ არა „ნაცმოძრაობა“, საქართველო არა დიდი ქვეყნების ბრძოლის ობიექტი, არამედ ეროვნული ინტერესების თანხვედრის ქვეყანა იქნებოდა“ - განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.
