კოლიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს კობა დავითაშვილს კავშირი თავად აქვს ხელისუფლებასთან - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია “განახლებული საქართველოსთვის“ რეგიონული
ორგანიზაციის თავმჯდომარემ ლაშა გვასალიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გვასალია პარტიის ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე დავითაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „განახლებული საქართველოსთვის“ ხელისუფების მოტრფიალე არა, მაგრამ კობა დავითაშვილი მწვადის მოტრფიალე ნამდვილად არის.
„მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ეროვნულ მოძრაობას შევალიე, როცა კობა დავითაშვილი გუნდრუკს უკმევდა ხელისუფლებას, მე მაშინ ტყე-ტყე დავდიოდი. მისგან ასეთ შენიშვნას არასოდეს მივიღებთ“- განაცხდა გვასალიამ.
მისივე თქმით, ისედაც ცნობილია რეალურად ვისთან არის დავითაშვილი და რა კავშირები გააჩნია მას ხელისუფლებასთან.
„მე მას დიდებული პასუხი ერთხელ უკვე გავეცი და თუ საჭირო იქნება პასუხს იდევ მიიღებს“- აღნიშნა გვასალიამ.
