კობა დავითაშვილი „ეროვნულ ფორუმსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის განხეთქილებას არ ადასტურებს
კობა დავითაშვილი „ეროვნულ ფორუმსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის განხეთქილებას არ ადასტურებს
16:03 25.04.2012
კოალიცია „ქართული ოცნების “ ერთ-ერთი ლიდერი კობა დავითაშვილი კოალიციასა და „ეროვნულ ფორუმს“ შორის არსებულ განხეთქილებაზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. ამის შესახებ მან დღეს განაცხადა.

ამავე ინფორმაციით, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელ ყრილობას „ეროვნული ფორუმის“ წევრები უთანხმოების გამო არ დაესწრნენ.

„ამ ინფორმაციას ვერ დავადასტურებ. განხეთქილების არანაირი საფუძველი არ არსებობს. ბოლო დროს აქტიურად არც მე ვჩანდი, რადგან სხვა საკითხებზე ვიყავი გადართული“-განაცხადა დავითაშვილმა.

მან კოალიციის გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარი პრიორიტეტი ჯანდაცვის სფეროა, რადგან გამოკითხვებით, ჯანდაცვა ქვეყნის მთავარი პრობლემაა.

„არ ვივიწყებთ ტერიტორიული მთლიანობის და სხვა საკითხებსაც, თუმცა, ვცდილობთ საზოგადოების მოთხოვნებს ვუპასუხოთ. დღეს ჯანდაცვა ნამდვილად ყველაზე პრიორიტეტულია“ - აღნიშნა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში კოალიცია სპეციალურ კვლევასაც წარადგენს, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების საფუძველზე მომზადდა. კოალიციამ კონკრეტული ხედვა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებითაც შეიმუშავა, რომელსაც საზოგადოებას მალე გააცნობს.

ბეჭდვა