პოლიტიკური პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ნანა გულუა კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის კობა დავითაშვილის
განცხადებას „განახლებული საქართველოსთვის“ ხელისუფლებასთან კავშირზე, უარყოფს.
მისი თქმით, თუკი პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ ხელისუფლებასთან კავშირშია, რატომ არ ეძლევა მის მრჩეველს მინდია გულუას საქართველოში ჩამოსვლისა და პარტიის ხელმძღვანელობის საშუალება.
„ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მინდიას არ აძლევენ უფლებას საქართველოში, იმ ტერიტორიაზე ჩამოვიდეს, რომლის ერთიანობისთვისაც იბრძოდა“-განაცხადა გულუამ.
მან კონტროლის პალატის მიერ პარტიის წევრების დაბარებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მონიტორინგის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, რადგან მათ პარტიაში ყველა ფინანსური ოპერაცია გამჭვირვალეა.
„ძალადობაა ის, როცა ომის ვეტერანს, ჩვენი პარტიის წევრს ლევან გვარნიანს უსვამენ შეკითხვას, თუ რამდენი დახარჯა მან ხუთი წლის წინ გადარცვლილი ბებიის გასვენებაში. სხვა საწინააღმდეგო კონტროლის პალატასთან არაფერი მაქვს“-განაცხადა გულუამ.
