კობა დავითაშვილი მინდია გულუას პარტიას ხელისუფლებისგან მართულს უწოდებს
კობა დავითაშვილი მინდია გულუას პარტიას ხელისუფლებისგან მართულს უწოდებს
15:03 25.04.2012
მინდია გულუას პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ მომავალ არჩევნებში, არა კოალიცია „ქართული ოცნების“, არამედ „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის“ კონკურენტი იქნება. ამის შესახებ დღეს კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა კობა დავითაშვილმა პრესკონფერენციაზე გააკეთა.
იგი პარტიას „განახლებული საქართველოსთვის“ ხელისუფლებისგან მართულს უწოდებს.
დავითაშვილი გულუას წერილზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც იგი საკუთარ პოზიციას აფიქსირებს.
„ის აცხადებს, რომ მას არ აქვს პრობლემები სააკაშვილთან და მერაბიშვილთან, არამედ მცირე პრობლემები აქვს ბაჩო ახალაისათან. მე არ ვიცი პოლიტიკური პარტია, რომელიც მხოლოდ თავდაცვის მინისტრის ოპოზიციონერი შეიძლება იყოს, სწორედ ამ განცხადების მერე დამთავრდა ჩვენი ურთიერთობა და დაიწყო მისი და მერაბიშვილის ურთიერთობა“ - განაცხადა კობა დავითაშვილმა.
დავითაშვილის აზუსტებს, რომ ის მინდია გულუას შეხვდა, სადაც მათ რუსეთში ქართული დიასპორული ლობის შექმნის საკითხზე იმსჯელეს. თუმცა, დავითაშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მას გულუასთან ურთიერთობის არანაირი სურვილი არ აქვს და ვერ მის პოლიტიკურ საქმიანობას შეაფასებს.
ამასთან, კობა დავითაშვილი არასწორს უწოდებს გულუას განცხადებას, თითქოს, პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ წევრები კონტოლის პალატამ დავითაშვილის განცხადების შემდეგ დაიბარა.

„მე არასდროს მითქვამს, რომ კონტროლის პალატამ კოალიციის მხარდამჭერებთან ერთად სხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებიც უნდა დაიბაროს, მე ყოველთვის ვამბობ, რომ არავინ არ უნდა დაიბარონ“ - განაცხადა დავითაშვილმა.


ბეჭდვა