„სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ კანონში ერთ-ერთი ნორმა უქმდება
„სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ კანონში ერთ-ერთი ნორმა უქმდება
12:49 25.04.2012
„სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ კანონში სპეციალურ პროფესიულ სტანდარტთან დაკავშირებული ნორმა უქმდება.

საუბარია კანონის მე-6 მუხლზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს ნაწილია სპეციალური პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩო, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ამტკიცებს. პარლამენტში ინიცირებული პროექტის თანახმად, აღნიშნული მუხლი უქმდება.

ახალი კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ მისი მიღების აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ კანონით გათვალისწინებული სპეციალური პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩო და პროფესიული სტანდარტი გადასინჯვას საჭიროებს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისთვის მათი გამოყენების მიზანშეწონილობის კუთხით.

“შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთახმებით დაგეგმილია აღნიშნული საკითხის არსებითად შესწავლა და განსხვავებული მიდგომის შემუშავება“ - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.



ბეჭდვა