საქართველოს პოლონეთის უშიშროების საბჭოს ბიუროს დელეგაცია ეწვევა
საქართველოს პოლონეთის უშიშროების საბჭოს ბიუროს დელეგაცია ეწვევა
11:25 25.04.2012
საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის უშიშროების საბჭოს ბიუროს დელეგაცია ეწვევა.
როგორც „ნიუსპრესს“ უშიშროების საბჭოდან აცნობეს, დელეგაციას ბიუროს ხელმძღვანელი სტანისლავ კოჟეი ხელმძღვანელობს.
ვიზიტის ფარგლებში, 26 აპრილს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიუროს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გეგმის ხელმოწერაა დაგეგმილი.
ხელმოსაწერი დოკუმენტი საქართველოსა და პოლონეთის შესაბამისი უწყებების თანამშრომლობას - ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით, ასევე, ერთობლივ ღონისძიებებში მონაწილეობას ითვალისწინებს.
თანამშრომლობის გეგმის ხელმოწერის ცერემონია საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ოფისში გაიმართება.
დელეგაციების შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია და სტანისლავ კოჟეი პრესის წარმომადგენლებისთვის ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.
პოლონეთის დელეგაცია საქართველოში გიგა ბოკერიას ოფიციალური მოწვევით ჩამოდის.
ვიზიტის ფარგლებში ასევე, იგეგმება პოლონეთის დელეგაციის შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან ნიკოლოზ ვაშაკიძესთან.

ბეჭდვა