დევნილთა სამინისტრო ომბუდსმენის რეკომენდაციას პასუხობს
დევნილთა სამინისტრო ომბუდსმენის რეკომენდაციას პასუხობს
11:22 25.04.2012
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განცხადებით, დევნილები ნანა და კლარა კვაშილავები წალენჯიხის რაიონის სოფელ ფოცხო-ეწერში საცხოვრებელი ფართით, მათივე განცხადების საფუძველზე დაკმაყოფილდნენ. აღნიშნული განცხადება სამინისტრომ სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის რეკომენდაციასთან დაკავშირებით გაავრცელა.
ომბუდსმენმა მინისტრ კობა სუბელიანს აფხაზეთიდან დევნილი ნანა და კლარა კვაშილავების ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების რეკომენდაციით მიმართა. გიორგი ტუღუშის განცხადებით, კვაშილავების ოჯახისთვის ნესტიანი კლიმატის გამო, სოფელ ფოცხო-ეწერის დევნილთა დასახლებაში ცხოვრება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სიცოცხლისთვის საშიშია.
ამასთან, სამინისტროში აცხადებენ, რომ ფოცხო-ეწერის დასახლებაში სამედიცინო ამბულატორია ფუნქციონირებს, სადაც კვირაში ორჯერ დევნილებს უფასო ტრანსპორტით ვიზიტი შეუძლიათ.
დევნილთა სამინისტროში ასევე, აღნიშნავენ, რომ დონორი ორგანიზაციების დახმარებით დასახლების რეაბილიტაცია მოხდა და აღნიშნული სახლები საერთაშორისო სტანდარტებს სრულიად აკმაყოფილებს.

ბეჭდვა