საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ესპანეთში ოფიცილური ვიზიტის ფარგლებში ესპანეთის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის
მინისტრს ხოსე მანუელ გარსია-მარგალიოს შეხვდა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე ნატო-ს ჩიკაგოს სამიტისთვის მზადების საკითხი განიხილეს.
მინისტრებმა სამიტის ფორმატსა და მის შინაარსობრივ მხარეზე იმსჯელეს. კერძოდ, მათ განიხილეს საკითხი იმის შესახებ თუ როგორ აისახება საქართველოში განხორციელებული რეფორმები და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი ნატო-ს დასკვნით დოკუმენტებში.
შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ესპანეთს შორის უმაღლესი დონის მომავალ ვიზიტებსა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს შეეხო. ყურადღება გამახვილდა საქართველოში ესპანური კომპანიების საქმიანობის გააქტიურების მნიშვნელობაზე.
