ევროსაბჭოში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დღეს რუს დეპუტატებთან შეხვედრას გეგმავს.
ევროსაბჭოში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, რუსეთი, ჩრდილოეთ კავკასიაში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე სტრატეგიული, ყოვლისმომცველი სამხედრო წვრთნების ჩატარებას აპირებს, რაც კატეგორიულად მიუღებელია.
„რუსეთის დუმიდან ევროსაბჭოში ახალი დელეგაციაა წარმოდგენილი. ჩვენ გვაინტერესებს ამ დელეგაციას რამდენად შესწევს უნარი დააარწმუნოს აღსასრულებელი ხელისუფლება, კრემლი იმაში, რომ ეტაპობრივად მაინც დაიწყოს იმ მოთხოვნების შესრულება, რომელიც საერთაშორისო რეზოლუციებშია დაფიქსირებული“ – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
