უმრავლესობის წევრი აზერ სულეიმანოვი მის დღევანდელ განცხადებებთან დაკავშირებით ბოდიშსს არ იხდის იხდის, თუმცა, საკუთარ საქციელს აცნობიერებს.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს საღამოს აზერ სულეიმანოვის წერილობითი განცხადება გაავრცელა, სადაც ის წერს, რომ ჯონდი ბაღათურიას მიზანი პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ეროვნებათშორისი შუღლის გაღვივება და პროვოკაციის მოწყობა იყო.
„ყველასთვის ცხადია, რამდენად აზარალებს მისი ასეთი თემებით მანიპულირება ჩვენი ქვეყნის, საქართველოს ერთობასა და სამოქალაქო მშვიდობას. ამასთანავე ვაცხადებ, რომ ემოციური ფონის მიუხედავად, გაუმართლებელია ეთნიკური ნიშნით საქართველოს მოქალაქეების დაყოფა და ოპონენტის კრიტიკა ეთნიკური ნიშნის არგუმენტების მოხმობით, რასაც ვაცნობიერებ“ – ნათქვამია სულეიმანოვის განცხადებაში.
„ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები და სხვა ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეები ერთი ქვეყნის საქართველოს შვილები ვართ და ბაღათურიას და მისნაირების პროვოკაციების მიუხედავად, ერთი სახელმწიფოს საქართველოს საზოგადოების თანაბარ და სრულუფლებიან წევრებად ვრჩებით“ – მიიჩნევს სულეიმანოვი.
უმრავლესობის წევრმა, მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა აზერ სულაიმანოვმა ჯონდი ბაღათურია ჯონდი ბაღათურიანად მოიხსენია.
„სამწუხაროდ, ჩვენი სომეხი კოლეგა ბატონი ჯონდი ბაღათურიანი თავის სომხურ აზრზე დარჩა“ – აღნიშნა სულეიმანმა მას შემდეგ, რაც პარლამენტში მასსა და „ქართული დასის“ ლიდერს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
