ნატო-ში ინტეგრაციას 55% უჭერს მხარს
ნატო-ში ინტეგრაციას 55% უჭერს მხარს
18:42 24.04.2012
გაზეთ „ბანკები და ფინანსებისა“ და სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების ცენტრ IPL-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციას თბილისელების 55% უჭერს მხარს.
გამოკითხვის შედეგების თანახმად, ნატო-ში ინტეგრაციის წინააღმდეგია გამოკითხულთა - 23.3%.
ალიანსში ინტეგრაციასა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შორის უპირატესობას, რესპონდენტთა 93.4% ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ანიჭებს.
რუსეთთან ურთიერთობის დალაგების, ნორმალიზებისა და დიალოგის გარეშე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნება შეუძლებლად რესპონდენტთა 78%-ს მიაჩნია, შესაძლებლად კი – 12%-ს.
გამოკითხვა თბილისის ყველა უბანში 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებში ჩატარდა.
გამოკითხვის ავტორთა ინფორმაციით, შედეგებში ცდომილება 2.5-3%-ს არ აჭარბებს.

ბეჭდვა