კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა „ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის“ დებულების დამტკიცების შესახებ ბრძანება გამოსცა.
ბრძანების თანახმად, თეატრი წარმოადგენს ხანგრძლივი ტრადიციების მქონე სტაციონარულ-სარეპერტუარო მრავალპროფილიან, პროფესიულ სახელმწიფო დაწესებულებას, რომელსაც აქვს მუდმივი სარგებლობისათვის განკუთვნილი შენობა, ჰყავს მუდმივმოქმედი თეატრალური დასი, რომლის უშუალო მონაწილეობით იდგმება თეატრალური ხელოვნების ნაწარმოებები – სხვადასხვა ჟანრის დრამატული წარმოდგენები.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, თეატრს შეიძლება სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავდეს.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი.
თეატრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით ხდება. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება სახელმწიფო საკუთრებაში გადადის.
მინისტრის ბრძანება უკვე ძალაშია.
