პაპუნა დავითაია ბურებზე მიწების გასხვისებას უარყოფს
პაპუნა დავითაია ბურებზე მიწების გასხვისებას უარყოფს
15:33 24.04.2012
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია აფრიკელ ბურ ფერმერებზე თბილისსა და ბათუმში მიწების გასხვისების შესახებ ინფორმაციას უარყოფს.  ამის შესახებ მინისტრმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
„საკითხი არასწორადაა დასმული. ბურებს ტერიტორიები უფასოდ არ მიუღიათ. ისინი საქართველოში მიწას, ჩვეულებრივ კერძო პირებისგან ან აუქციონის წესით ყიდულობენ. რაც შეეხება თბილისსა და ბათუმს, ბურები აქ მიწებს ვერ იყიდიან, ისინი აქ ბინებს ყიდულობენ“ - განაცხადა დავითაიამ.
მინისტრის განმარტებით, ბურებმა საქართველოში რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია განახორციელეს და საქართველოს ათეულობით მოქალაქე დაასაქმეს. ამასთან, აფრიკელი ბურებისგან შემოსული თანხა მოსახლეობას ხმარდება და არ აქვს მნიშველობა თუ ეს თბილისში, ბათუმსა და თელავში მიწების შესყიდვაში გამოიხატება.
დავითაიამ ამ კომენტარით „ლეიბორისტული პარტიის“ ბრალდებას უპასუხა - აფრიკელი ბურებისთვის თბილისსა და ბათუმში მიწების დარიგების თაობაზე. ლებორისტები ამ ფაქტს აპროტესტებენ და ხელისუფლებას მიწების გასხვისებისგან თავის შეკავებას ურჩევენ.

ბეჭდვა