"ახალი მემარჯვენეები" სამეგრელოში მოსახლეობას შეხვდნენ
"ახალი მემარჯვენეები" სამეგრელოში მოსახლეობას შეხვდნენ
18:15 15.02.2012
"ახალი მემარჯვენეები" მოსახლეობასთან შეხვედრებს სამეგრელოში განაგრძობენ.
 როგორც "ნიუსპრესს" "ახალი მემარჯვენეებიდან" აცნობეს, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონის კურატორი მანანა ნაჭყებია სამეგრელოში მოსახლეობას შეხვდა.
წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიას მოსახლეობასთან შეხვედრისას ნაჭყებიამ მათ "ახალი მემარჯვენეების" "სოფლის პროგრამის" პრიორიტეტები გააცნო.
სოფლის მოსახლეობის განცხადებით, მათი ძირითადი პრობლემა საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებაა, ვინაიდან ხელი არ მიუწვდებათ ტექნიკაზე, საწვავზე, სასუქსა და შხამ-ქიმიკატებზე.
დღესვე მანანა ნაჭყებია ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელთან შოთა მიქავასთან და პარტიის რეგიონული სამსახურის უფროსთან ანზორ სანდროშვილთან ერთად პარტიულ აქტივს შეხვდა.

ბეჭდვა