საპარლამენტო ფრაქცია ,,ქრისტიან-დემოკრატები“ ომის მონაწილეებისთვის შეღავათებს ითხოვენ.
როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ გიორგი ახვლედიანმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სამამულო ომის ვეტერანები ხელისუფლებას წელიწადში ერთხელ მაინც ახსენდება, ხოლო საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთათვის ვეტერანის სტატუსი დღემდე არ გაუმეტებია.
,,ომის ვეტერანებს 9 მაისს მაინც გაიხსენებთ და დაასაჩუქრებთ. ცხინვალის ომში, აფხაზეთში, ავღანეთში მებრძოლი ბიჭებისთვის კი, ხელისუფლებამ სტატუსიც ვერ გაიმეტა. ასეთი მიდგომა გმირი ბიჭების მიმართ საბოლოოდ იქამდე მიგვიყვანს, რომ მათ მოტივაცია არ ექნებათ სახელმწიფოს ინტერესებისთვის იბრძოლონ. ამიტომ, ეს ადამიანები უნდა დაფასდნენ, მიენიჭოთ ვეტერანის სტატუსი და ყველა მათგანი იყოს დაზღვეული“ - განაცხადა ახვლედიანმა.
