ბაქრაძე – ნუ მივცემთ მტერს იმის საშუალებას, რომ ჩვენი საერთო ტკივილით გაერთოს
ბაქრაძე – ნუ მივცემთ მტერს იმის საშუალებას, რომ ჩვენი საერთო ტკივილით გაერთოს
14:36 24.04.2012
„ნუ მივცემთ მტერს იმის საშუალებას, რომ ჩვენი საერთო ტკივილით გაერთოს”– მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ დეპუტატებს. ეს მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტში  დეპუტატებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა. ფიზიკურად ერთმანეთს ჯონდი ბაღათურია და აზერ სულეიმანოვი დაუპირისპირდნენ.

მან დეპუტატებს სთხოვა ნუ ჩაერთვებიან იმ თამაშში, რომელიც მტერს აძლევს ხელს.

ბაქრაძემ განაცხადა, რომ საქართველოში დამკვიდრებულია საქართველოს მოქალაქის ცნება და ეთნიკური წარმოშობის მიუხედავად, ყველა აქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეა.

“ჩვენ ერთად გავიარეთ რთული და ტრაგიკული ისტორია, ამ ისტორიაში იყო ტრაგიკული ფურცლები, რომლებიც ემოციებს იწვევს” – განაცხადა ბაქრაძემ და დასძინა, რომ საქართველოს პარლამენტში არ იქნება არც ერთი ისეთი განაცხადება, რომ რომელიც ან სომეხ და ან აზერბაიჯანელ ხალხს შეურაცხყოფს.

“მოდით, ნუ ავყვებით პროვოკაციულ განცხადებებს და გამოსვლებს. ყველაზე დიდი მტრობა ამ ქვეყნის არის ეთნიკური შუღლის დათესვის მცდელობა, ამიტომ მოგიწოდებთ, ნებით თუ უნებლიედ, ნუ გავხდებით იმ თამაშის მონაწილეები, რომელიც მხოლოდ ერთ მტერს აძლევს ხელს” – განაცხადა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, ის კიდევ ერთხელ გამოხატავს პატივისცემასა და სიყვარულს საქართველოს მეზობელი ხალხების მიმართ.

“ჩვენ გვტკივა მათი ტკივილი, მოდით ნუ გავხდით ამ ტკივილს სხვების გასართობად და სასეიროდ და ნუ მივცემთ მტერს იმის საშუალებას, რომ გაერთოს ჩვენი საერთო ტკივილით” – განაცხადა ბაქრაძემ და დეპუტატებს სთხოვა შემდეგში მაინც თავშეკავებულად მოიქცნენ.

ბეჭდვა