მანანა კობახიძე ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიას არ ენდობა
მანანა კობახიძე ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიას არ ენდობა
14:08 24.04.2012
პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”-ს თავმჯდომარე მანანა კობახიძე ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიას უნდობლობას უცხადებს.

როგორც დღეს მან განაცხადა, „ქართულ ოცნებას“ აქვს იმის რესურსი, რომ ,,კარდაკარის“ პრინციპით ამომრჩეველთა სიები გადაამოწმოს.

,,კოალიციაში საკმარისი ადამიანური რესურსი და გამოცდილება არსებობს. პარტიებისა და ჩვენი რესურსების ერთობლიობა რეალურად განაპირობებს იმას, რომ ჩვენს მიერ ,,კარადაკარი“ განხორციელდეს. ამასთანავე, ვენდობით ჩვენს მიერ ჩატარებული სიების გადამოწმების პროცესს“ - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, კოალიციაში ბევრი მოქალაქე იმ განწყობით წევრიანდება, რომ ,,კარდაკარის“ პროცესებში ჩაერთოს.

,,საარჩევნო პროცესი საკმაოდ გრძელვადიანია. არჩევნები არ ტარდება მხოლოდ არჩევნების დღეს. ასე რომ, რაც უფრო მეტი პარტია და პოლიტიკური სუბიექტი გადაამოწმებს სიებს, მით უკეთესი იქნება“ - აღნიშნა კობახიძემ.

ბეჭდვა