გიგი უგულავა ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა
გიგი უგულავა ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა
13:44 24.04.2012
თბილისის მერი გიგი უგულავა დღეს ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ჩეხეთის პარლამენტის სენატის თავმჯდომარე მილან სტეჩი ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაზე გიგი უგულავამ დელეგაციის წარმომადგენლებს თბილისში არსებული ბიზნეს-გარემო და ქალაქში მიმდინარე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.
როგორც მერიაში აცხადებენ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავება თბილისში ახალი ინვესტიციების მოზიდვასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.
ჩეხეთის დელეგაციის შემადგენლობაში სხვადასხვა სფეროსა და საფინანსო სექტორის 20-მდე კომპანიის წარმომადგენელი შედის.
ვიზიტის ძირითადი მიზანს საქართველოში ბიზნეს-პარტნიორების მოძიება და საქმიანი ურთიერთობის დამყარება წარმოადგენს.


ბეჭდვა