დეპუტატებს შორის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა
დეპუტატებს შორის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა
13:04 24.04.2012
პარლამენტში დეპუტატებს შორის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საპარლამენტო ტრიბუნიდან ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოში მცხოვრებმა სომხებმა გენოციდის აღიარების წინადადებით პარლამენტს მიმართეს.

ამ დროს დარბაზში მყოფი უმრავლესობის წევრი დეპუტატი აზერ სულეიმანოვი წამოიჭრა და ჯონდი ბაღათურიას ტრიბუნასთან მივიდა. მან ტრიბუნაზე დადებული ჭიქა აიღო და ბაღათურიას მიმართულებით დააპირა სროლა, მაგრამ ვერ მოახერხა. ბაღათურიამ კი, აზერ სულეიმანოვს კალამი ესროლა. ამის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ტრიბუნასთან მიცვივდნენ და აზერ სულეიმანოვი ტრიბუნას მოაშორეს.

აღნიშნული ინციდენტის გამო პარლამენტის სხდომა რამდენიმე წუთით შეწყდა.

ბეჭდვა