პარლამენტმა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის ხათუნა კალმახელიძისა და
ლტოლვილთა მინისტრის კობა სუბელიანის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს მხარი არ დაუჭირა.
დღეს პარლამენტმა კენჭი უყარა ფრაქცია „ქრისტიან–დემოკრატების“ წინადადებას, რომელიც ორი მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებას შეეხებოდა.
საპარლამენტო ოპოზიციიდან აღნიშნულ საკითხს მხარი მხოლოდ 13 დეპუტატმა დაუჭირა, უმრავლესობის წევრები კი, მინისტრების დაკავებული პოსტიდან გათავისუფლებას არ დაეთანხმნენ.
ორი მინისტრის თანამდებობიდან გადაყენება ოპოზიციამ სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენის შემდეგ დასვა. სახალხო დამცველის ანგარიში პარლამენტმა 12 აპრილს მოისმინა, თუმცა, მაშინ მინისტრების პასუხისმგებლობის საკითხი იმის გამო ვერ დადგა, რომ პარლამენტში კვორუმი არ იყო.
