საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს გურჯაანის ახლადაშენებულ საავადმყოფოს დაათვალიერებს.
ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გარდა ამისა, მისი თქმით, პრეზიდენტი უახლოეს მომავალში რამდენიმე ღონისძიებაში გეგმავს მონაწილეობას.
„აღნიშნულ ღონისიძიებებს შორისაა ახალი მინის ქარხნის მშენებლობა ხაშურში, ასევე, რძის გადამამუშავებელი ქარხნის გახსნა თბილისში, რომელიც მთლიანად ავსტრიული ინვესტიციით აშენდა“-განაცხადა მანჯგალაძემ.
