საქართველო ნორვეგიასა და ინდონეზიაში ახალ საელჩოებს გახსნის
საქართველო ნორვეგიასა და ინდონეზიაში ახალ საელჩოებს გახსნის
12:04 24.04.2012
საქართველო ნორვეგიასა და ინდონეზიის რესპუბლიკაში ორ ახალ საელჩოს გახსნის.

საელჩოების გახსნას საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულება ითვალისწინებს.

ბრძანებულების თანახმად, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხას ემატება ორი ახალი საელჩო – საქართველოს საელჩო ნორვეგიის სამეფოში და საქართველოს საელჩო ინდონეზიის რესპუბლიკაში.



ბეჭდვა