გიორგი ახვლედიანი - თედო ჯაფარიძე არცთუ სანატრელ ეპოქასთან ასოცირდება
გიორგი ახვლედიანი - თედო ჯაფარიძე არცთუ სანატრელ ეპოქასთან ასოცირდება
17:45 15.02.2012
საპარლამენტო ფრაქცია ,,ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანს ბიძინა ივანიშვილის საინიციატივო ჯგუფის წევრების პოლიტიკური თვალსაზრისით შეფასება ამჯერად შეუძლებლად მიაჩნია.
,,დღეს დასახელებულ საინიციატივო ჯგუფში პოლიტიკური სახეები არ ჩანს. კბილაშვილი რომ პროფესიონალი ადვოკატია ცხადია, ასევე არასოდეს შემპარვია ეჭვი ელისო ჩაფიძის ჟურნალისტურ პროფესიონალიზმში და სხვა, მაგრამ, როგორ აჩვენებენ ისინი თავს პოლიტიკური თვალსაზრისით, ჯერ არ ვიცი. ერთადერთი პოლიტიკური გამოცდილების სახე იქ თედო ჯაფარიძეა, რომელიც არც თუ სანატრელ ეპოქასთან ასოცირდება", - განაცხადა ახვლედიანმა.
ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი პარტიის საინიციატივო ჯგუფი დღეს "ქართული ოცნების" ოფისში, თავად წარადგინა.

ბეჭდვა