პარლამენტის სხდომა დღეს კენჭისყრით დაიწყება
პარლამენტის სხდომა დღეს კენჭისყრით დაიწყება
09:57 24.04.2012
პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს კენჭისყრებით დაიწყება.
დეპუტატები იმ საკითხებს უყრიან კენჭს, რომლის მიღებაც გასულ სასესიო კვირაში კვორუმის არარსებობის გამო ვერ შესძლეს.
კენჭსაყრელ საკითხებს შორის არის სახალხო დამცველის ანგარიშის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტი და ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ ინიციატივით მომზადებული საკითხი, რომელიც ორი მინისტრის - ხათუნა კალმახელიძისა და კობა სუბელიანის თანამდებობაზე ყოფნის მიზანშეწონილობას შეეხება.
დღესვე სხდომაზე გაირკვევა, გაიმართება თუ არა ხუთშაბათს სამთავრობო საათი პარლამენტში და მივა თუ არა საკანონმდებლო ორგანოში 5 მინისტრი. სამთავრობო საათის გამართვის თაობაზე განცხადებას სესიაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გააკეთებს.
პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყება. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ფრაქციებს კვორუმის უზრუნველყოფა დაავალა.

ბეჭდვა