ბაქრაძემ ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო პრემიაზე საქართველოს კანდიდატები დაასახელა
ბაქრაძემ ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო პრემიაზე საქართველოს კანდიდატები დაასახელა
18:53 23.04.2012
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული კვირეული გახსნა და ასტრიდ ლინდგრენის  საერთაშორისო პრემიაზე საქართველოს კანდიდატები დაასახელა.
დავით ბაქრაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წიგნის საერთაშორისო დღე საქართველოში ფართოდ აღინიშნება.
"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ეპოქაში, როდესაც ძალიან ბევრი რამე ინტერნეტმა და თანამედროვე ტექნოლოგიებმა შეცვალა, არ დაიკარგოს წიგნის კულტურა, ნაბეჭდი პროდუქციისა და ლიტერატურის კულტურა. სწორედ ამიტომ, დღეს დავიწყეთ საბიბლიოთეკო კვირეული, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ქალაქების ბიბლიოთეკებში სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდება"–აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
დავით ბაქრაძემ ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო პრემიაზე საქართველოს წარმომადგენლებად დაასახელა - მწერალი თეა თოფურია და ავტორ–ილუსტრატორი სანდრო ასათიანი. დუბლინის საერთაშორისო პრემიაზე კი, საქართველოს კანდიდატად დათო გაბუნია დასახელდა.
წიგნის და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა მონაწილეობდა.

ბეჭდვა