ქართველი დეპუტატები ევროსაბჭოში შეხვედრებს მართავენ
ქართველი დეპუტატები ევროსაბჭოში შეხვედრებს მართავენ
16:37 23.04.2012
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დღეს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი დაიწყო. ასამბლეის სესიაში მონაწილეობის  პარალელურად ქართველი დეპუტატები საბჭოში ორმხრივ შეხვედრებს მართავენ.
"ნაციონალურო მოძრაობის" პრესსამსახურის ცნობით, ქართველ დეპუტატებთან შეხვედრისას ჩეხეთის, პოლონეთისა და ესტონეთის დეპუტატებმა ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. ევროპელი დეპუტატები ასამბლეაში ქართულ დელეგაციას სრულ მხარდაჭერას დაჰპირდნენ.
ორმხრივ შეხვედრებს ქართული დელეგაცია ხვალაც გამართავს.
დელეგაციას, რომლის შემაგენლობაშიც აკაკი მინაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, დავით დარჩიაშვილი, გიორგი კანდელაკი, მიხეილ მაჭავარიანი და სხვები შედიან, უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი ხელმძღვანელობს.
23-27 აპრილს სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია იმართება. შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად, ერთ-ერთი განსახილველი თემა რუსეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები იქნება.

ბეჭდვა