ოპოზიციური ფრაქცია პარლამენტში 5 მინისტრს იბარებს.
ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ ინიციატივით პარლამენტში იუსტიციის მინისტრი
ზურაბ ადეიშვილი, შს მინისტრი ვანო მერებიშვილი, სასჯელაღსრულების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე, კულტურის მინისტრი ნიკოლოზ რურუა და განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინია დაბარებული.
ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამეტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განმარტა, რომ ხვალ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადებს ხუთშბათს გაიმართება თუ არა სამთავრობო საათი.
დავით ბაქრაძის თქმით, მას სამთავრობო საათის გამართვის შესახებ მინისტრებთან კონსულტაციები ჰქონდა, ერთადერთი მინისტრი ვისთანაც კონსულტაციები არ ჰქონდა ზურაბ ადეიშვილია, რადგან ის საქართველოში არ იმყოფებოდა.
