სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს სამი ახალი ელჩი ეყოლება.
ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით
მუმლაძე იქნება. ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად შალვა ცისკარშვილი ინიშნება, ხოლო ნორვეგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მამუკა ციხელაშვილი იმუშავებს.
ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს მომავალი ელჩი დავით მუმლაძე სხვადასხვა წლებში მუშაობდა პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსად. იყო საქართველოს იუსტიციის საბჭოს მდივანი. 2003 წელს იყო საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ზესტაფონის რაიონიდან, 2003-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულად ქუთაისში, ბაღდათში, ვანში, ზესატაფონში, თერჯოლაში, სამტრედიაში, საჩხერეში, ტყიბულში, წყალტუბოში, ჭიათურაში, ხარაგაულსა და ხონის რაიონებში. 2004 წელს შს მინისტრის მოადგილე იყო.
რაც შეეხება ნორვეგიში საქართველოს სრულუფლებიან ელჩს მამუკა ციხელაშვილს, ის სხვადასხვა წლებში მუშაობდა სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს კონსულად, 2007-2008 წლებში საქართველოს საგარეოს საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურლ და ჰუმანიტარული ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ, 2009 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის რანგი.
რაც შეეხება ჟენევაში გაეროს განყოფილებისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს, ის 2009 წლიდან დღემდე გაეროში მუდმივი წარმომადგენლის მოადგილედ მუშაობს. სხვადასხვა წლებში შალვა ცისკარიშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშოსო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.
