მიხეილ სააკაშვილი - ყოფილი მთავრობა აფერისტების დიდი კორპორაცია იყო
მიხეილ სააკაშვილი - ყოფილი მთავრობა აფერისტების დიდი კორპორაცია იყო
14:56 23.04.2012
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ყოფილი ხელისუფლების „ენერგომაფიას“ ქვეყნის ძარცვა კიდევ რომ გაეგრძელებინა, 10 თაობა აბსოლუტურ სიბნელეში გაიზრდებოდა.  ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა „ნესკრაჰესის“ მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა დღემდე ვერ ამოვიდა წინა მთავრობის მიერ დაგროვილი ვალებიდან.
„ისინი ხელისუფლებისკენ ახლაც საცეცებივით მოიწევენ. ის მთავრობა აფერისტების დიდი კორპორაცია იყო. მერე ამბობენ რას გვამადლის სააკაშვილიო? „ვარდების რევოლუცია“, რომ არ მომხდარიყო ახლაც სიბნელეში ვისხდებოდით“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
სააკაშვილი დღეს სვანეთში „ნესკრაჰესის“ მშენებლობის დაწყების ცერემონიას დაესწრო. ამ პროცესს მან ისტორიული უწოდა.

ბეჭდვა