ელისო ჩაფიძე - მანანა კობახიძე პარტიის თავმჯდომარედ მანამ დარჩება, სანამ საჭირო იქნება
ელისო ჩაფიძე - მანანა კობახიძე პარტიის თავმჯდომარედ მანამ დარჩება, სანამ საჭირო იქნება
14:20 23.04.2012
მანანა კობახიძე პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარედ მანამ დარჩება, სანამ საჭირო იქნება. ამის შესახებ "ქართული ოცნების" საინიციატივო  ჯგუფის წევრმა ელისო ჩაფიძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, როგორც გადანაწილდება პარტიაში ადგილები ამას მნიშვნელობა არ აქვს.
ჩაფიძე განმარტავს, რომ ბიძინა ივანიშვილი კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერია და სხვები მისი თანამებრძოლები არიან.
"მიუხედავად იმისა, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე, ის კოალიციის ლიდერია და მან ძალიან ბევრი საინტერესო საკითხი შესთავაზა ყრილობაზე საზოგადოებას"-განაცხადა ჩაფიძემ.
იგი განმარტავს, რომ მანანა კობახიძე პარტიის თავმჯდომარედ საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრისთვის მისაღები კანდიდატურა იყო, რადგან მას სუფთა წარსული აქვს და ძალიან კომუნიკაბელური პიროვნებაა.
"იმის გამო, რომ ხელისუფლებას ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების ეშინია, საჭირო გახდა გამოძებნილიყო ადამიანი, რომელიც პარტიული სტრუქტურის მშენებლობის პროცესს გააგრძელებდა. დღეს დილის 10.00 საათზე საინიციატივო ჯგუფის სხდომა შედგა, რომელზეც რამდენიმე საკითხი გადაწყდა" - აღნიშნა ჩაფიძემ.
მისი თქმით, პარტიის აღმასრულებელი მდივანი ნოდარ ხადური იქნება, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თედო ჯაფარიზე, რეგიონალური სტრუქტურების მდივნის პოსტს გელა ხვედელიზე დაიკავებს, თავად ელისო ჩაფიძეს კი, ადამიანთა უფლებებსა და მედიასთან ურთიერთობის საკითხზე მუშაობა ევალება.


ბეჭდვა