მილან შტეხი– მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი გახდეს
მილან შტეხი– მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი გახდეს
14:09 23.04.2012
ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარის მილან შტეხის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ევროკავშირისა და ნატოს წევრი გახდეს. ეს განცხადება ჩეხეთის  რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარემ დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მილან შტეხის თქმით, ბუქარესტში ჩატარებული სამიტი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან იქ ჩამოყალიბებული პოზიცია აისახა, რომლის მიხედვითაც საქართველო ნატო–ს წევრი უნდა გახდეს.
შტეხი ვარაუდობს, რომ ჩიკაგოს სამიტზე ნატო–ში საქართველოს გაწევრიანების საკითხი სწრაფად არ გადაწყდება, თუმცა, იქ კიდევ ერთხელ დაფიქსირდება, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება.
შტეხის თქმით, ჩეხეთი მხარს უჭერს ნატო–ში საქართველოს ინტეგრაციას.

ბეჭდვა