პეკინში ჩინეთ-საქართველოს კონსულტაციების მე-3 რაუნდი გაიმართება
პეკინში ჩინეთ-საქართველოს კონსულტაციების მე-3 რაუნდი გაიმართება
14:04 23.04.2012
საქართველოსა და ჩინეთს შორის კონსულტაციების მე-3 რაუნდი 25 აპრილს, პეკინში გაიმართება.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის  განცხადებით, საქართველოსა და ჩინეთის შორის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტიურ ფაზაში შევიდა. მისივე განცხადებით, განსაკუთრებით საინტერესო ამ ქვეყანასთან ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებაა.
„მნიშვნელოვანია როგორც საქართველოში ჩინეთიდან მსხვილი ინვესტიციების განხორციელება, ასევე, ქართველი მეწარმეებისთვის ამ სახელმწიფოს ბაზრის გახსნა. ამის საშუალებას კი სწორედ ასეთი მოლაპარაკებები იძლევა“ - განაცხადა კალანდაძემ.

ბეჭდვა