საქართველოს კონსტიტუცუაში ცვლილებების შეტანა ერთი კაცის, მიხეილ სააკაშვილის ახირებებთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ პოლიტიკურ
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ივანიშვილის განმარტებით, ამის დასტურია ის, რომ თუ ადრე საქართველოს მოქალაქეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში არ ჰქონდა უფლება პარლამენტის ან პრემიერ-მინისტრის პოსტზე არჩევის, ახლა ევროპის ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია ამ პოსტებზე კენჭისყრა.
„მე კანონიერად მქონდა ეს უფლება და მსგავსი ტრიუკები არ მჭირდებოდა, მათ კი, უკანონოდ ჩამომართვეს ის. სააკაშვილს შეეძლო ჩემთვის მოქალაქეობა კანონიერად აღედგინა, მაგრამ მან ეს არ გააკეთა“ - განაცხადა კოალიციის ლიდერმა.
ივანიშვილის თქმით, კონსტიტუციაში ცვლილებები არა მისთვის, არამედ მიხეილ სააკაშვილის სურვილის გამო შედის.
დასასრულს მან დასძინა, სააკაშვილმა მას მოქალაქეობა, რომ არ აღუდგინა პრეზიდენტის შიშზე მეტყველებს, რაც მისივე თქმით, სავსებით საფუძვლიანია.
