ფანჯიკიძე - "ქართული ოცნების" კარი ყველა მსურველისთვის ღიაა
ფანჯიკიძე - "ქართული ოცნების" კარი ყველა მსურველისთვის ღიაა
12:51 23.04.2012
პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ფორმირება პოლიტიკური საბჭოს პირველ შეკრებაზე დასრულდება. ამის შესახებ პოლიტიკური  კოალიციის პრესსსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკური საბჭო მიმდინარე კვირას შეიკრიბება და აღმასრულებელ, პოლიტიკურ, რეგიონალურ და საერთაშორისო მდივნებს აირჩევს.
"პარტიის კარი ყველასთვის ღიაა. ვისაც სურვილი აქვს შეუძლია მიმართოს თბილისისა და სხვა რეგიონულ ოფისებს და პარტიის წევრობაზე განაცხადი გააკეთოს"- აღნიშნა ფანჯიკიძემ.
პრესსპიკერის განცხადებით, "ქართული ოცნების" ოფისების გახსნა გრძელდება. დაგეგმილი 83 ოფისიდან დღეისთვის გასახსნელი 18 დარჩა.
"ეს პროცესი მალე დასრულდება და "ქართული ოცნების" ოფისები უკვე ყველგან იფუნქციონირებს. ეს ოფისები იქნება მომავალი ხელისუფლების სტრუქტურული ჩანასახი"- განაცხადა ფანჯიკიძემ.

ბეჭდვა