რუსეთი მიხვდა, რომ საქართველოსთვის პროდუქციაზე ემბარგოს დაწესება არასწორი ნაბიჯი იყო და ახლა ამის უკუქცევას ცდილობს. ამის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ კომპანია „ზედაზენის“ ლიმონათის რუსულ ბაზარზე შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
კალანდაძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ამ ეტაპზე ისეთ მსხვილ პარტნიორებთან როგორიცაა ბრაზილია, აშშ და ევროკავშირი მჭიდრო ეკონომიკურ ურთიერთობებში გადადის. ამის გამო, რუსეთს სურვილი გაუჩნდა ქართველი მეწარმეები საკუთარი ბაზრით დააინტერესოს.
მისივე შეფასებით, რუსეთი მიხვდა რომ საკუთარი გადაწყვეტილებით საქართველოს ვერც პოლიტიკურად და ვერც ეკონომიკურად ვერაფერი დააკლო, პირიქით - ქართული პროდუქცია უფრო კონკურენტუნარიანი გახდა.
,,ჩვენთვის ახლა ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ახლა უფრო მსხვილ სახელმწიფოებთან წარმატებული ეკონომიკური ურთიერთობები გვაქვს’’ - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
