ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის ცენტრალურ ოფიში ხვალ კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება.
სხდომაზე „კარდაკარის“ დაწყებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე 24 აპრილს კომისიის წევრების რეგიონალურ წარმომადგენლობებში ჩართულობის საკითხები განიხილება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომისიიდან აცნობეს, პროექტის „კარდაკარი“ მიმდინარეობის პროცესში კომისიის წევრები მას ინტენსიურად დააკვირდებიან და რეგიონალურ წარმომადგენლობებთან ერთად იმუშავებენ.
