"ქართული პარტიის" ყოფილი წევრი სოფო ხორგუანი არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრობას არ აპირებს.
როგორც მან "პრაიმ-თაიმის" პრესკლუბში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, მისი პარტიიდან წასვლის მთავარი მიზეზი საქართველოში პოლიტიკის არ არსებობაა.
როგორც ხორგუანი აცხადებს, ის პოლიტიკური პარტიების საქმიანობას გვერდიდან დააკვირდება და თავის მოსაზრებებს უფრო თავისუფლად დააფიქსირებს.
"მინდა შევცვალო პოლიტიკური ბრძოლის ფორმა, რადგანაც ელიტარიზმის გამო საქართველოში რეალურად პოლიტიკა არ კეთდება. ელიტარიზმში ვგულისხმობ ჩაკეტილ ადამიანთა წრეს, რომლებიც არიან ქართულ პოლიტიკაში, რის გამოც პრაქტიკულად შეუძლებელია მოქალაქისთვის დაიცვას თავისი პოლიტიკური ინტერესი", - განაცხადა ხორგუანმა.
სოფო ხორგუანის თქმით, ის ასევე არ აპირებს ითანამშრომლოს არასამთვრობო სექტორთან.
