სასწავლო დაწესებულების მანდატურები მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობაში ჩაერთვნენ.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დღეს 300-მდე მანდატურმა ტაძრის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავა.
მანდატურებმა ტერიტორიაზე კვიპაროსის ნერგებიც დარგეს.
სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მშენებლობაში ჩაბმა მანდატურებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ამით ისინი ქვეყნის აღმშენებლობისთვის საქმეში თავიანთ წვლილს შეიტანენ.
