ბიძინა ივანიშვილი- საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობისთვის საიმედო პარტნიორად უნდა იქცეს
ბიძინა ივანიშვილი- საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობისთვის საიმედო პარტნიორად უნდა იქცეს
17:31 21.04.2012

ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რომელიც მან პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელ ყრილობაზე გააკეთა,

 რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება საქართველოსთვის მნიშველოვანია.


„არანაკლებ მნიშველოვანია რეგიონალური თანამშრომლობის განვითარება და ურთიერთობის ნორმალიზაცია რუსეთთან. საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობისთვის საიმედო პარტნიორად უნდა იქცეს“- განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, სამხედრო ძალების განვითარება უნდა ეფუძნებოდეს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის ძირითად პრინციპებსა და მოთხოვნებს.
ივანიშვილი ასევე მიიჩნევს,რომ საგანგებო ყურადღებას და მხარდაჭერას საჭიროებს საქართველოს კათოლიკოს პარტრიარქის ილია მეორის წინადადება,რომელიც მოტივირებული და ორგანიზებული მეურნებისათვის საეკლესიო მიწების უსასყიდლოდ გადაცემას გულისხმობს.
ივანიშვილმა საკუთარი სიტყვით გამოსვლა დაასრულა შემდეგი სიტყვებით - „ერთად ავიხდინოთ ქართული ოცნება, ჩვენ გავიმარჯვებთ“.
დამფუძნებელი ყრილობის დასრულებისას ახალგაზრდება დარბაზში საქართველოს დროშები შემოიტანეს და მრავალჟამიერი შეასრულეს.



ბეჭდვა