პარლამენტის ორი დეპუტატი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი ხდება. ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატი რომან მარსაგიშვილი და
ცაგერის მაჟორიტარი დეპუტატი კარლო კოპალიანი დღეს პარტიაში ოფიციალურად გაწევრიანდებიან.
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი ხდება ლევან ღვინჯილიაც. როგორც მან ნიუსპრესთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ახალი პოლიტიკური ძალის დაფუძნებას იმედის თვალით შეჰყურებს. „ვისურვებდი, რომ ხელისუფლების შეცვლა მშვიდობიანი არჩევნების გზით მოხდეს, რათა არჩევნების შემდეგ საქართველოს მოსახლეობას გაუჩნდეს განცდა, რომ მათ მიერ გაკეთებული არჩევანი სამართლიანი და სწორი იყო“-განაცხადა ღვინჯილიამ.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სადამფუძნებლო ყრილობას სტუმრის სტატუსით „მრეწველებიც“ ესწრებან. ყრილობაზე იმყოფებიან პარტიის ლიდერები გოგი თოფაძე და ზურაბ ტყემალაძე. „მთელ საქართველოს აქვს აუხდენელი ოცნება და დღეს ჩვენ გადარჩენის ბოლო შანსი გვაქვს“-განუცხადა თოფაძემ ნიუსპრესს.
„ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოში“ გაწევრიანდება ექსპერტი მამუკა არეშიძეც.
სადამფუძნებლო ყრილობაზე სტუმრის სტატუსით ნიკუშა შენგელაიაცაა მოწვეული.
