დონალდ ტრამპი გიგი უგულავას ხვდება
დონალდ ტრამპი გიგი უგულავას ხვდება
15:29 21.04.2012
ამერიკელი მილიარდერი დონალდ ტრამპი თბილისის მერ გიგი უგულავას ხვდება. შეხვედრა სასტუმრო „რედისონში“ მიმდინარეობს.
შეხვედრაზე იმყოფება აგრეთვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია.
ამერიკელი ბიზნესმენი თბილისში რამდენი საათის წინ ჩამოფრინდა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში ის 2 დღეს დაჰყოფს.
დღესვე ტრამპი ქვეყნის პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება, ხვალ კი ბათუმში „ტრამპ-თაუერის“ მშენებლობის პრეზენტაციას დაესწრება.



ბეჭდვა