„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი არ ეყოლება.ეს განცხადება „ნიუსპრესსთან“ საუბარში ქართული ოცნების წევრმა გია ვოლკიმ გააკეთა.
მისივე თქმით, პარტია აირჩევს საბჭოს და საბჭოს წევრები იმუშავებენ ყველა საკითხზე.
გია ვოლსკი არ აკონკრეტებს თუ ვინ იქნება პარტიის თავჯდომარე და აცხადებს, რომ ეს ყველაფერი ყრილობის დაფუძნების დროს გაირკვევა.
პარტიაში გაწევრიანების შესახებ უკვე განაცხადა კომპოზიტორმა ჯემალ სეფიაშვილმა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა,რომ მანდატი უკვე აიღო.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს წევრები გახდებიან აგრეთვე, მსახიობები გოგი ქავთარაძე, ნინელი ჭანკვეტაძე,ზაზა კოლელიშვილი და რეჟისორი ქეთი დოლიძე.
„ქართული ოცნების-დემოკრატიული საქართველოს წევრების ყრილობა ამ წუთებში დაიწყო და ის პარტიის უხუცესმა წევრმა ვანო კიღურაძემ გახსნა.
