ეკა ბესელია - ბიძინა ივანიშვილი დიდი იმედების და ქართული ოცნების დიდი გარანტია
ეკა ბესელია - ბიძინა ივანიშვილი დიდი იმედების და ქართული ოცნების დიდი გარანტია
14:39 21.04.2012
„ბიძინა ივანიშვილი დიდი იმედების და ქართული ოცნების დიდი გარანტია“ - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა ეკა ბესელიამ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, მან პარტიის წევრობის მანდატი უკვე აიღო.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ აქვს მისია, გააერთიანოს და გააძლიეროს საქართველო. როგოც ბესელიამ აღნიშნა, პარტია არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს და არსებული ხელისუფლება სწორედ არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს.
ბესელია არ აკონკრეტებს, თუ ვინ იქნება პარტიის თავმჯდომარე. ის მხოლოდ იმას განმარტავს, რომ ერთიანობის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი იქნება.

ბეჭდვა