ამ წუთებში საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი ყრილობის
მონაწილეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. ყრილობის მონაწილეებს პარტიის წესდება, დეკლარაცია და „ქართული ოცნების“ გაზეთები ურიგდებათ.
ამ დროისთვის „ექსპო-ჯორჯიას “ მე-11 პავილიონის დარბაზის ნახევარი თითქმის შევსებულია.
სცენაზე დამონტაჟებულია ორი მონიტორი, სადაც „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის შეხვედრების ამსახველი ვიდეო-მასალა გადის. სცენაზე არის სლოგანი „ერთად ავიხდინოთ ქართული ოცნება“.
„ექსპო-ჯორჯიას“ დარბაზში, სადაც დამფუძნებელი ყრილობა უნდა გაიმართოს, 1300 ადამიანი ეტევა.
