“ქართული ოცნების“ საინიციატივო ჯგუფის წევრის გოგლა ჟვანიას განცხადებით, პარტიის უახლოესი გეგმა ხელისუფლებაში მოსვლა, ხოლო შორს მიმავალი მიზანი ქვეყნის კრიზისული მდგომარეობიდან გამოყვანაა.
„ნიუსპრესსთან“ საუბარში გოგლა ჟვანიამ აღნიშნა, რომ ქვეყანაში უნდა გატარდეს შესაბამისი რეფორმები, უნდა დასაქმდნენ ადამიანები და მოსახლეობის 60% სტაბილური შემოსავალი უნდა ჰქონდეს.
„პარტია ლიბერალურ ეკონომიკაზე და სოციალურ სოლიდარობაზე იქნება ორიენტირებული“- განაცხადა ჟვანიამ.
ამ წუთებში საგამოფენო ცენტრ „ ექსპო ჯორჯიაში“ უკვე დელეგატების რეგისტრაცია იწყება.
